ირაკლი კობახიძე – შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის  წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით, პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯან მრთელებას

ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის  წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ “X”-ში წერს. 

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს.

“ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მის და მისი ოჯახის გვერდითაა. 

ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვდგავართ!,”-ნათქვამია განცხადებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება