fbpx

ირაკლი კობახიძე – ფეხბურთელზე პოლიტიკური წნეხის განხორციელების მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია, თავის დროზე გუნდის დაყენებაში ერეოდა მაშინდელი მმართველი პარტია და  როგორი იყო ფეხბურთის შედეგები, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს

ფეხბურთის ფედერაციაში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა მიდგომები ქართული ფეხბურთის მიმართ, შესაბამისად ფედერაციას და ლევან კობიაშვილს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა შედარებისთვის ძველი პრაქტიკა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მართველი პოლიტიკური გუნდი მოედანზე გუნდის დაყენებაშიც კი ერეოდა, რაც მიუღებელია.

„მინდა გავიხსენო ძველი პრაქტიკა შედარებისთვის, რადგან ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ხოლმე, საქმე სხვანაირად წარმოაჩინონ. მახსენდება მოვლენები წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის არჩეული პრეზიდენტი მეორე დილას გადადგა. ასეთი ამბები ხდებოდა  მაშინ ქართულ ფეხბურთში. მახსოვს მაშინდელი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც დღეს პარლამენტის წევრიც არის ოპოზიციიდან, როგორ შევარდა ფეხბურთის მოედანზე და როგორ ჩაარტყა წიხლი საფეხბურთო მსაჯს. ასეთი რაღაცები ხდებოდა. მაშინ გუბერნატორი იყო ეს ადამიანი. მახსენდება ნორჩი დინამოელის უნიკალური საფეხბურთო ბაზის გასხვისება თბილისში, ასევე ბათუმის სტადიონის დანგრევა. წლების მანძილზე ბათუმი – ეს საფეხბურთო ქალაქი დარჩენილი იყო სტადიონის გარეშე. მახსოვს შემთხვევები, როდესაც შემადგენლობის დაყენებაში პირდაპირ ერეოდნენ მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლები, იყო გარკვეული სპეკულაციები, ამ დღეებში თქვენ მოისმინეთ სამარცხვინო სპეკულაციები კონკრეტულ ფეხბურთელთან დაკვშირებით. ესეც ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ესეც ერთგვარი წნეხია ფეხბურთელზე. ფეხბურთელი თავიდან ბოლომდე დაცლილი უნდ აიყოს პოლიტიკური კონტექსტისგან და თავიდან ბოლომდე კონცენტრირებული უნდა იყოს თამაშზე. როდესაც ასეთ დროს არის მცდელობა, ფეხბურთელზე განხორციელდეს პოლიტიკური წნეხი, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. თავის დროზე იყო ასეთი შემთხვევები, როდესაც გუნდის დაყენებაში ერეოდა პირდაპირ პოლიტიკა, მაშინდელი მმართველი პარტია და  როგორი იყო ფეხბურთის შედეგები, ეს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ჩვენს ნაკრებში იყვნენ ღირსეული და ძალიან წარმატებული ფეხბურთელები, ფეხბურთი ვერ აღწევდა წარმატებას გამომდინარე იქიდან, რომ მიდგომები იყო განსხვავებული“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება