fbpx

ირაკლი კობახიძე სენატორ შაჰინთან და  კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა  ჩვენი ურთიერთობების  გადატვირთვის თვის,რათა  გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირე ბი

აშშ-ის სენატორ ჯინ  შაჰინთან და  კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის, რათა  გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერთან საინტერესო შეხვედრა შედგა.

„საინტერესო შეხვედრა მქონდა  აშშ-ის სენატორ ჯინ  შაჰინთან და  კონგრესმენ მაიკ ტერნერთან, სადაც  საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების  ურთიერთო ბები განვიხილეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა  ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის, რათა  გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები და ხელი შევუწყოთ მეტ განვითარებას, კეთილდღეობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება