fbpx

ირაკლი კობახიძე -რაჭის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანიატურისტული ინფრასტრუქტურა, მოვიძიეთ ლოკაციები, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეიძლება მსხვილი ტურისტული  ინფრასტრუქტურის განვითარება

რაჭის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ამისათვის ჩატარდა სამუშაოები, მოვიძიეთ ლოკაციები, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეიძლება ტურიზმის, მათ შორის მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, – ამის  შესახებ  საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მრავალძალში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა დღეს რამდენიმე ლოკაცია დაათვალიერა, სადაც შესაძლებელი იქნება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. 

„ერთ ერთი ასეთი ლოკაციაა მრავალძა ლის ზონა, სადაც ძალიან კარგად შეიძლება, განვითარდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა და არის ასევე მეორე ზონა, რომელიც მოიცავს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს, ეს არის შხივანა, ბეთლევი, სხარტალის ზონა, სადაც ასევე არის შესაძლებელი  ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მაღალ დონეზე. ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ პოტენციურ ინვესტორებთან ერთად. ვფიქრობთ ასევე უცხოური კომპანიების ჩართვას, რომლებიც დაგვეხმარებიან პროექტების დაგეგმარებაში. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ რაჭის განვითარებაზე და უფრო კონკრეტულად რაჭის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება