fbpx

ირაკლი კობახიძე – პოლიციელი გმირია და ეს უამრავმა პოლიციელმა თავისი პირადი მაგალითით დაამტკიცა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. „პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს! ძლიერი პოლიცია ნიშნავს ძლიერ და უსაფრთხო სახელმწიფოს. პოლიციელი გმირია და ეს უამრავმა პოლიციელმა თავისი პირადი მაგალითით დაამტკიცა. დღევანდელ დღეს ვულოცავ გამორჩეულ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, მინისტრის მოადგილეებს, თითოეულ პოლიციელს და მათ ოჯახებს! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება