fbpx

ირაკლი კობახიძე: მუდმივად გვესმის პოლიტიკური კამპანია, სასამართლოს წინააღმდეგ, თუმცა, არასდროს არ არის ეს კამპანია რაიმე არგუმენტით გამყარებული

ირაკლი კობახიძე: მუდმივად გვესმის პოლიტიკური კამპანია, სასამართლოს წინააღმდეგ, თუმცა, არასდროს არ არის ეს კამპანია რაიმე არგუმენტით გამყარებული ,,ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი გეგმა, მათ შორის, ჩვენ გვაქვს უკვე შეჯერებული, შეთანხმებული ასოცირების დღის წესრიგი, სადაც ყველა რეფორმა არის გაწერილი. რაც უნდა განხორციელდეს ჩვენი ხელისუფლების მიერ,’’ – ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჯოზეფ ბორელის მიერ გაკეთებულ განცხადებას მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით. როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმება მანამდე შედგა, ვიდრე საქართველო ევროკავშირში კანდიდატის სტატუსზე განაცხადს გააგზავნიდა. ,,ეს შეთანხმდა უკვე საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობდა, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე ჩვენ, კანდიდატობაზე განაცხადს წარვადგენდით. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გზამკვლევი. ეს არის ასოცირების დღის წესრიგი და აქ არის ასახული ყველა ის რეფორმა, რომელიც უნდა გატარდეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. რაც შეეხება ვადებს, ჩვენ მზად ვართ, რომ მაქსიმალურად სწრაფი ტემპებით ვიმუშაოთ. იგივე ეხება, ბუნებრივია, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი. ყველა ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის წარმომადგენელი არის ამ სამუშაო ჯგუფში. პირველ ეტაპზე, ჩვენი ამოცანა იყო, შეგვეფასებინა სასამართლოში არსებული მდგომარეობა. ამისათვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენი მხრიდან მომზადდა დაახლოებით 300 გვერდამდე დოკუმენტი. ეს არის წინა ოთხი რეფორმის ტალღის შეფასება. ჩვენეული ხედვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე ვთხოვეთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ხედვები და ანალიზი წარმოედგინათ სასამართლოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით,’’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ასევე, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საპარლამენტო სამუშო ჯგუფის შესახებ, რომელსაც შალვა პაპუაშვილი და ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობენ და მათი მხრიდან ოპოზიციური ჯგუფებისთვის მოხდა შეთავაზება, რომ მოემზადებინათ მათეული ხედვა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ,,თხოვნა გაჟღერდა ჩვენი მხრიდან. რაზეც ჩვენ მივიღეთ დადებითი პასუხი. თუმცა, 7-8 პარტიიდან, მხოლოდ ერთმა პარტიამ მოგვაწოდა 15 გვერდიანი დოკუმენტი. ეს ორ რამეზე მეტყველებს, ერთი პასუხისმგებლობის დაბალ ხარისხზე ოპოზიციის მხარეს. და მეორე, ჩვენ გვესმის, მუდმივად პოლიტიკური კამპანია, სასამართლოს წინააღმდეგ, თუმცა, არასდროს არ არის ეს კამპანია რაიმე არგუმენტით გამყარებული,’’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,დღის თემაში’’ სტუმრობის დროს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია