fbpx

ირაკლი კობახიძე – „მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი, რაც შეეხება კრიტიკულ ნაწილს – ანგარიშში მოცემულია ზოგადი ფრაზები

მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი, რაც შეეხება კრიტიკულ ნაწილს – არის ზოგადი ფრაზები მოცემული ამ ანგარიშში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  ანგარიშში არ არის მოცემული დადგენილი ფაქტები.

„მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი, რაც შეეხება კრიტიკულ ნაწილს – არის ზოგადი ფრაზები მოცემული ამ ანგარიშში, საქმე ეხება მოსყიდვას, რესურსის გამოყენებას, დაშინებას და ა.შ. პრესკონფერენციაზე ჰკითხეს და ჩვენც ვკითხეთ შეხვედრაზე მისიის ხელმძღვანელს, როცა საუბარია ბიულეტენების ჩაყრაზე, რამდენი შემთხვევა იყო, იყო ორი შემთხვევა, მეტი არ ყოფილა. ანუ 3111 უბნიდან ასეთი შემთხვევა მხოლოდ ორი დაფიქსირდა. ერთი უკავშირდებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, მაშინვე აღიძრა საქმე, მაშინვე დაიხურა უბანი, მყისიერი იყო ზომები, რაც იქნა მიღებული, მეორე – „ლელოს“ ბიულეტენები ეჭირა ადამიანს და იქაც არ მიეცა მას ამის გაკეთების საშუალება. ანუ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, წერია ზოგადი ფრაზა, მრავალჯერადი ხმის მიცემა, ჩაყრა და ა.შ. იგივე მოსყიდვა – ათასი უბნიდან დაადგინეს ათი შემთხვევა, სადაც ვიღაცამ ვიღაცას ფული მისცა. მისცა თუ არა, ეგეც არ ვიცი, ამაშიც არ ვარ დარწმუნებული, იმიტომ, რომ ათასი ინტრიგანი იყო ჩართული საარჩევნო პროცესებში, მაგრამ დავუშვათ, მისცა, ანუ 10 შემთხვევა დაინახა სხვადასხვა დამკვირვებელმა, რომ ვიღაცა ვიღაცას აძლევდა ფულს. აქ დადგენილი კი არ აქვთ სადმე, რომ ვინმემ ვინმე მოისყიდა, რა მიზნით გადასცა თანხა. არაფერი არაა დადგენილი, მაგრამ მთავარი ხომ თვითონ ციფრებია. ათი სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა ათას უბანზე, სადაც მივიდა 700 000 ამომრჩეველი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არც სისტემური და არც არსებითი პრობლემა ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით არ არსებობდა. იგივე ეხება ყველაფერს, ხმის ფარულობასაც და ა.შ. თავისივე დასკვნით ISFED-ი ადასტურებს იმას, რომ არავითარი არათუ არსებითი, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემა არ ჰქონია ამ არჩევნებს“, – განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება