fbpx

ირაკლი კობახიძე – მგონია, რომ 3-4 პარტია უკვე თებერვალში პარლამენტში იქნება წარმოდგენილი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში 3-4 პარტია თებერვალში უკვე წარმოდგენილი იქნება. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პარლამენტში მრავალპარტიული სპექტრი ჩამოყალიბდეს.

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მრავალპარტიული სპექტრი ჩამოყალიბდეს. რა და როგორ ბუნებრივია, ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებთ. ამისთვის მათ შორის, ოფიციალურ ფორმატში ყველაფერი კეთდება. მე მგონია, რომ 3-4 პარტია უკვე თებერვალში პარლამენტში წარმოდგენილი იქნება. გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება ჩვენ იანვრის დასაწყისში მოგვიწევს, თუმცა ძირითადი პროცესი იანვრის მეორე ნახევარში იქნება”, – განაცხადა კობახიძემ

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია