fbpx

ირაკლი კობახიძე – კაცმა არ იცის ეს ჩანაწერი ავთენტურია თუ არა, საინტერესოა, ხომ არ იყო „ტვ პირველისთვის“ წყარო რუსული მხარე

ირაკლი კობახიძე – კაცმა არ იცის ეს ჩანაწერი ავთენტურია თუ არა, საინტერესოა, ხომ არ იყო „ტვ პირველისთვის“ წყარო რუსული მხარე ერთი რომ აუდიოჩანაწერი არის სისულელე, მეორე კაცმა არ იცის ეს ავთენტურია თუ არა. ამის გადამოწმების საშუალება ჩვენი არავითარი ფორმით არ გვაქვს – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად. მისი თქმით, საინტერესოა, ხომ არ იყო „ტვ პირველისთვის“ წყარო რუსული მხარე, როდესაც ამ ჩანაწერს იღებდა, თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია. „ასევე საინტერესოა, რა იყო წყარო. წყარო ვერ იქნებოდა ბუნებრივია ქართული მხარე. საინტერესოა, ხომ არ იყო „ტვ პირველისთვის“ წყარო რუსული მხარე, როდესაც ამ ჩანაწერს იღებდა, თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია. ასეც და ისეც, საქმე ეხება ერთ-ერთ რუს ბიზნესმენს, რომელიც არის რეპრესირებული რუსეთის ხელისუფლების მხრიდან და თუ ვინმე შეიძლება გავიხსენოთ რეპრესირებული ბიზნესმენებიდან ხადარკოვსკის შემდეგ, სწორედ ეს კონკრეტული რუსი ბიზნესმენია. როდესაც ასეთ დროს მათ პირად საუბარს (მათი მტკიცებით) აქვეყნებს ტელევიზია, ეს რა თქმა უნდა მეტყველებს მათ ღირებულებებსა და სტანდარტებზე. ღიმილისმომგვრელთან ერთად ეს არის მე ვიტყოდი ტრაგიკული მოვლენა და ახასიათებს ტელევიზიებს, რომლებიც განეკუთვნებიან ომის პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია