fbpx

ირაკლი კობახიძე  – კანონში რა არ მოსწონთ, ამდენი ხანია, ვერ გვეუბნებიან და სამწუხაროდ, გვესმის უამრავი განცხადება, რომელიც  სინამდვილეში სიცრუეა

ამ ურთიერთობებში მთავარია ღირსეული და სამართლიანი დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე ითქმებოდეს ჩვენი პარტნიორების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც   მეთიუ მილერის განცხადებას ეხებოდა.

პრემიერის თქმით, 0 არის კრიტიკა და შენიშვნები.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი ერთ რამეს, 0 კონკრეტული კრიტიკა, შენიშვნები, არაფერი, არის ზოგადი განცხადება, მანდ ჩანს რამე კრიტიკა? რამეს აკრიტიკებენ? ზოგადად ამბობენ, რომ ეს ხელს შეუშლის, ეწინააღმდეგება და ა.შ. მაგრამ კანონში რა არ მოსწონთ, ამას ამდენი ხანია ვერ გვეუბნებიან და გვესმის, სამწუხაროდ, უამრავი განცხადება, რომელიც არის სინამდვილეში სიცრუე. და რადგან მეთიუ მილერზე არის საუბარი, მარტივი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, აქ მაქვს ციტატა მეთიუ მილერის – ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი „ფარა“ ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ. ეს მარტივი მაგალითია და რატომ – ამბობს მეთიუ მილერი, რომ მხოლოდ მთავრობების სახელით მოქმედ ორგანიზაციებზე ვრცელდება „ფარა“ ხომ, არის მარტივი ტყუილი იმიტომ, რომ მაგალითად „ფარაში“ როგორც უცხოური ძალა რეგისტრირებულია, მაგალითად გიული ალასანია. არის ეს უცხოური მთავრობა? რა თქმა უნდა, არ არის. ასევე, „ფარაში“ როგორც უცხოური ძალა, არის რეგისტრირებული ტელეკომპანია „ფორმულა“, არის თუ არა ეს უცხოური მთავრობა? რა თქმა უნდა, არ არის. სამწუხაროდ, ასეთი არასწორი, სიმართლეს მოკლებული განცხადებები გვესმის ხოლმე. სადაც კი ოდნავ სცადა კონკრეტიკაში შესვლა, იქვე მოუწია არასწორი რამის თქმა“, –  განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება