fbpx

ირაკლი კობახიძე: ის, რომ ამდენი დღის განმავლობაში, ჩვენ ვერ მივიღეთ ვერანაირი ინფორმაცია უკრაინული მხრიდან, თავისთავად მეტყველებს, რომ თავიდან ბოლომდე იყო ე.წ. ფეიკი

ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაქცია იმ განცხადებაზე, რომელიც გაკეთდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და რეაქცია იყო ძალიან მარტივი – მოვითხოვეთ მტკიცებულებებისა და წყაროს წარმოდგენა, თუმცა არც ერთი და არც მეორე არ გაუკეთებიათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ეს იყო აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, რომელიც შეიძლება იყო გათვლილი აქაურ რადიკალურ ოპოზიციასთან კორდინაციისთვის და გათვლილი იყო მარტივ რამეზე, რომ შეიძლება რაღაც მინი აფეთქება მოყოლოდა ამ განცხადებას საზოგადოებაში. თუმცა საზოგადოება ხედავს ყველაფერს და აფასებს, რა ხდება სინამდვილეში. სინამდვილეში არაფერი ხდება. ჩვეულებრივად კონტროლირდება ყველა ტვირთი, რაც გადის და შემოდის ქვეყანაში. ის, რომ ამდენი დღის განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ ვერანაირი ინფორმაცია უკრაინული მხრიდან, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ის არაფერს არ ეფუძნებოდა და თავიდან ბოლომდე იყო ე.წ. ფეიკი და ფეიკის დიდოსტატები ვინ არიან, კარგად ვიცით – ესენი არიან ოპოზიციონერები, რომლებიც იქ სამწუხაროდ დღესაც ხელისუფლებაში არიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ ვერ დაამტკიცა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება. სუსმა უკრაინულ მხარეს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მათი ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება