ირაკლი კობახიძე -ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს  და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და  ქვეყნის საკეთილდღეოდ

ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ  საქართველოს  პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე  “ფეისბუქზე” წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს,  ქართველ ერს  წილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, რომ უახლესი ისტორია ილია II-ის სულიერი  წინამძღოლობით გაევლო.

“ჩვენს ერს წილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, რომ უახლესი ისტორია, დრამატულ ცვლილებათა და გამოწვევათა ეპოქა, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულიერი წინამძღოლობით გაევლო. თითქმის  ნახევარი საუკუნეა, მისი სიბრძნე, ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უპირობო სიყვარული მაგალითს გვაძლევს, გვაერთიანებს და მომავლის რწმენით გვავსებს.

ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – აღნიშნავს პრემიერი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება