ირაკლი კობახიძე -არ შეიძლება NGO-ები და მათი დაფინანსება იყოს გამოყენებული, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი, შესაბამისად,„ფარას“ ზუსტი  ანალოგი კანონის მიღებას საქართველოში  ალტერნატივა არ აქვს

არ შეიძლება NGO-ები და მათი დაფინანსება იყოს გამოყენებული, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი, შესაბამისად, ბუნებრივია, „ფარას“ ზუსტი ანალოგი  კანონის მიღებას საქართველოში არავითარი ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  ჟურნალისტებს სოფელ შრომაში განუცხადა.

მისივე თქმით, იმ პირობებში, როცა აშშ-ის  მოქმედმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ კონკრეტული მექანიზმები, მათ შორის, USAID, NED და სხვა მექანიზმები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანასა და მათ შორის, საქართველოში ვითარების ასარევად, NGO-ების  გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს.

„აშშ-ის მოქმედმა ხელისუფლებამ  აღიარა ,რომ კონკრეტული მექანიზმები, მათ შორის, USAID, NED და სხვა მექანიზმები  გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ვითარების ასარევად. ასეთ პირობებში, მითუმეტეს, ალტერნატივა არ აქვს NGO-ების გამჭვირვალობას, არ შეიძლება  NGO-ები და მათი დაფინანსება  იყოს  გამოყენებული, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი. შესაბამისად, ბუნებრივია, ამ კანონის მიღებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს,“- აღნიშნა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება