fbpx

ირაკლი კობახიძე არის განსაკუთრებულად ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი-ირაკლი ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურას პოლიტსაბჭოს წევრები მხარს ერთსულოვნად დაუჭერენ.

ღარიბაშვილმა განმარტა, თუ რატომ შეჩერდა არჩევანი ირაკლი კობახიძეზე.

„ირაკლი კობახიძე არის განსაკუთრებულად ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჩვენ გუნდში იურისპრუდენციაში, კონსტიტუციონალიზმში კომპეტენციით გამოირჩევა.

უკვე არაერთი წელია, ირაკლი კობახიძე ჩართულია ჩვენი პარტიის საქმიანობაში. მოგეხსენებათ, რომ ის მანამდე იყო პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ყოველდღიურად იყო ჩართული  საქმიანობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთსულოვნად დავუჭერთ მხარს მის კანდიდატურას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია