ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რასაც ისინი საქართველოს უქადდნენ, ახლა თავად იღებენ თავიანთ ქვეყნებში.
როგორც კირცხალიამ აღნიშნა, დღევანდელი ევროპა არ არის ის ფასეულობები და ის ღირებულებები რაც იყო და რაზეც იდგა ევროპა. მისი თქმით, ეს არის ორმაგ სტანდარტზე, ტყუილზე და დიქტატზე აგებული მმართველობითი წესი და პრინციპი.
„სანამ ყოველგვარი მორალისგან დაცლილი ბიუროკრატია და მმართველობითი ელიტები იქნებიან ევროკავშირში, ეს საფრთხე არსად ქრება. ოღონდ ეს საფრთხე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, უკვე მათი ქვეყნისთვისაც არსად ქრება იმიტომ, რომ მათ მმართველობას უკვე საზოგადოება აფასებს იქაც, თავიანთ ქვეყნებშიც ხედავთ, როგორი უკონტროლოა სიტუაცია. რეალურად რასაც გვიქადდნენ, რასაც გვპირდებოდნენ, მინიმუმ 6 რევოლუციური სცენარის მცდელობები ჰქონდათ, მიიღეს და იმკიან თავიანთ ქვეყნებში. ამას არ ვამბობ ნიშნის მოგებით, უბრალოდ ეს არის ის, რომ რასაც ბოროტად თესავ, შემდეგ ის ბოროტად გიბრუნდება. არა მხოლოდ საფრანგეთში, ვკითხულობდი გერმანიაში მიდის აქტიურად იმ რადიკალების დაკავებები, რომლებიც ვანდალიზმით და ძალადობით იყვნენ დაკავებულები, არახალია ჩვენთვის. არ გაგვიკვირდეს, რომ დღესაც აი ამ ფაქტების შემდეგ, რაც მოხდა ევროპაში და რასაც მთელი მსოფლიო ვადევნებთ თვალყურს, როდესაც კი აი ამ ბიუროკრატიას, ამ მმართველობით ელიტას დაფინანსებული რეზოლუციის ან რაიმე განცხადების დრო მოუვა, იგივე უტიფრობას გააგრძელებენ ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ დღევანდელი ევროპა არ არის ის ფასეულობები და ის ღირებულებები რაც იყო და რაც მოგვწონდა სულ ყველას და რაც მოსწონდათ მათ შორის ევროპაში და რაზეც იდგა ევროპა. ეს არის ორმაგ სტანდარტზე, ტყუილზე, სიცრუეზე და სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დიქტატზე აგებული მმართველობითი წესი და პრინციპი. სამწუხაროდ, დღეს ევრობიუროკრატია და პოლიტიკური მმართველი ორგანოები საბჭოთა მეთოდებით მოქმედებენ, როგორც კონტროლირებადი მედიასაშუალებებით, ასევე იმ ორმაგი სტანდარტებით შეფასების კუთხით“,- განაცხადა კირცხალიამ