fbpx

ირაკლი ზარქუა: ფოტიგები, კალიურანდები, კუბილიუსები ცდილობენ კიდევ ახალი კონფრონტაცია შექმნან, დაძაბულობის ახალი კერა გავხსნათ ჩვენს ქვეყანაში – ვერ ეღირსებიან, გამორიცხულია

ფოტიგები, კალიურანდები, კუბილიუსები ცდილობენ კიდევ ახალი კონფრონტაცია შექმნან, დაძაბულობის ახალი კერა გავხსნათ ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ჩვენ მოვისმინეთ ამ მავნებლების, ადგილობრივი მდიდარი ენჯეოშნიკების წარმომადგენლების განცხადება. მათი მფარველები და სატელიტები ვინც არიან ევროპარლამენტში, იქაც მავნებლები ფოტიგები, კალიურანდები, კუბილიუსები ცდილობენ კიდევ ახალი კონფრონტაცია შექმნან, ახალი კერა გავხსნათ ჩვენს ქვეყანაში დაძაბულობის. ვერ ეღირსებიან, გამორიცხულია“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს საგარეო კურსს უწუნებს და ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. კალიურანდი ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრას ასახელებს, ეს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირისგან მსგავსი მოწოდება არასდროს ყოფილა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება