fbpx

ინა გუდავაძე ტელეიმედის 100%–იან წილს ყიდის

ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძე შპს ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპს ყიდის, რომლის 100 %–ის მფლობელია. ჯორჯია მედია ფროდაქშენ გრუპი ტელეკომპანია იმედის, ტელეკომპანია ჯიდიესის და რადიო იმედის მფლობელია. გარიგების შესახებ ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპმა კომუნიკაციების კომისიას უკვე შეატყობინა. კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ეს საკითხი განიხილა დად გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა.

ტელეიმედის მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული შპს მედია ფაინანს გრუპი ხდება, რომლის ბენეფიციარი მფლობელები აშშ–ს მოქალაქე იგორ ალექსეევი, ასევე აშშ–ს მოქალაქე ირაკლი რუხაძე და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ბენჟამინ ალბერტ მარსონი არიან.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია