fbpx

იმედის დაბრუნებაზე მოლაპარაკება მიდიოდა გიგი უგულავასთან და მიხეილ სააკაშვილთან-ირაკლი რუხაძე

მხოლოდ ერთ კაცს ეკუთვნოდა ყველა ტელევიზია. დღეს მიდის საუბრები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და უყვებიან, რა საშინელება ხდება ქართულ მედიაში. წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა მაშინ, ერთ ადამიანს ეკუთვნოდა ყველა ტელევიზია, – ამის შესახებ გადაცემა „იმედი lLIVE“-ში ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა.

„ბევრი შემიძლია ვილაპარაკო ჩვენ „იმედი“ როგორ დავუბრუნეთ და ვისთან მიგვყავდა მოლაპარაკება, პირდაპირ სააკაშვილთან. იმედის დაბრუნებაზე მოლაპარაკება მიდიოდა გიგი უგულავასთან და მიხეილ სააკაშვილთან. გადმოცემით არ ვიცი ეს ყველაფერი, მე ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს. არავითარი მონანიება ამ ადამიანების მხრიდან არ არის. სააკაშვილი შიმშილობს, ვითომ უდანაშაულოა და ტყუილად არის ციხეში. ერთადერთი, რასაც განიცდის ისაა, რომ ივანიშვილი არ გაანეიტრალა. ეს არის, რასაც განიცდის და არა ის, რა საზიზღრობებიც გაუკეთა თავის ქვეყანას. მიყვარს ამერიკელების ანდაზა „ერთხელ თუ მომატყუე სირცხვილი შენი და ორჯერ თუ მომატყუე, სირცხვილი მე“. არ უნდა მივცეთ ჩვენ ამ ხალხს დაბრუნების საშუალება. ახლა რაც ხდება ქვეყანაში, ეს არის შეცვლილი სახით „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ცდილობს უკან დაბრუნებას და ვითომ ეს არის ოპოზიციური კოალიცია. აქ არის სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენიმე 1-2%-იანი პატარა გაურკვეველი პარტია, რომელიც ლეღვის ფოთოლივით აქვს აფარებული „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ არ გამოჩნდეს მათი სიშიშვლე. ვითომ ოპოზიციური კოალიციური ძალის მეშვეობით უნდათ მოვიდნენ ამ ქვეყნის სათავეში და ვითომ ეს არ არის ის სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი და ახალაიები, რომელთაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება