fbpx

იმდენს წვალობთ, ლამისაა დავავლო ხელი კორძაიას და სამნიძეს და ძალადობრივი გზებით შევსვა პარლამენტში-თამარ ჩერგოლეიშვილი

იმდენს წვალობთ, ლამისაა დავავლო ხელი კორძაიას და სამნიძეს და ძალადობრივი გზებით შევსვა პარლამენტში, – ამ რეპლიკით ეხმარება ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი „რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელს დავით ბერძენიშვილს.

დისკუსია მოყვა დავით ბერძენიშვილის ფეისბუქ გამოკითხვას, სადაც ვკითხულობთ: „ფრენდების უმრავლესობამ გვითხრა, რომ არ უნდა შევიდეს ამ გაყალბებულ არჩევნებში ოპოზიცია იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაისად ვადამდელი არჩევნების გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.

გავკადნიერდები და კიდევ დავსვამ კითხვას:

რა გზებით და როდის შეძლებს ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლას? ფიქრობთ, რომ არჩევნების გზით ხელისუფლება არ წავა?”

საპასუხოდ, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს: „ბატონო დავით, უკვე იმდენს წვალობთ ლამისაა, დავავლო ხელი კორძაიას და სამნიძეს და ძალადობრივი გზებით შევსვა პარლამენტში, რომ მე დამაბრალოთ“.

თამარ ჩერგოლეიშვილს კი, „რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ უპასუხა: „თამარ, რა შეგვატყვე მე და თამარას საიმისო, რომ რაიმეს თქმა ან გაკეთება რომ გვინდოდეს ან ვერ ვიტყვით ან ვერ გავაკეთებთ ისე, რომ მაგალითად დათომ ილაპარაკოს და როგორც ჩაუთვალე.აზრის გამოხატვა – „იწვალოს”?:))) არ ველოდი, რატომღაც მგონია, ამ სტილის დასკვნები არ გახასიათებდა“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება