fbpx

ილია დარჩიაშვილი: ქართული მხარის მონაწილეობა ნატოს საიუბილეო სამიტში არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი – საქართველო რეგიონში ალიანსის ძალიან ძლიერი მოკავშირეა

“აშშ-ს დედაქალაქში იმართება უმნიშვნელოვანესი სამიტი – ნატოს საიუბილეო 75-ე სამიტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მოწვეულია და მონაწილეობს ამ სამიტში, ეს არის გზავნილი, რომ საქართველო რეგიონში ალიანსის ძალიან ძლიერი მოკავშირეა.” – ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა აშშ – ს დედაქალაქში, საქართველოს ნატოს საიუბილეო სამიტში მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართული მხარე აღნიშნულ ურთიერთობებს წლების განმავლობაში თანმიმდევრულად აშენებდა და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს.

“ჩვენ, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ ნორმად ვაქციეთ, ის რომ საქართველოს აქვს ძალიან ცალსახა საგარეო პოლიტიკური ვექტორები, დასტურდება იმითაც, რომ საქართველო დღეს ვაშინგტონში მონაწილეობს ამ უმნიშვნელოვანეს სამიტში. რაც შეეხება გამოწვევებს, ეს არსად წასულა ჩვენს რეგიონში. სწორედ ამ გამოწვევებთან გამკლავებაში ვართ ჩართული, რათა მშვიდობა და სტაბილურობა იყოს ჩვენს ქვეყანაში“, –

აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მისი განცხადებით, სამიტის დღის წესრიგი ძალიან დატვირთულია, რომლის ერთ-ერთ მთავარ თემას უკრაინის საკითხი წარმოადგენს: “კიდევ ერთხელ მოხდება პარტნიორი ქვეყნების და ალიანსის მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირება უკრაინის მიმართ, რაც ესოდენ სჭირდება უკრაინას, იმისთვის, რომ ძალიან რთულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.სამიტის მთავარი გზავნილი იქნება სოლიდარობა უკრაინას, საუბარი იქნება გზებზე,  თუ როგორ შეიძლება  დახმარება აღმოუჩინონ უკრაინას.” – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს საიუბილეო სამიტს ესწრება.

ამასთან, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს 10 ივლისს პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

ილია დარჩიაშვილი ასევე დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება