როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, გაეროს გენერალური მდივანი ყოველთვის გამოხატავს მის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან თანმიმდევრულად ახორციელებს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა გაეროს აქტიურ ჩართულობაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და ასევე საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე გაეროსთან. “გაეროს გენერალური მდივანი ყოველთვის ცალსახად გამოხატავს იმას, რომ გაერო არის საქართველოს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი იმ გამოწვევების მიმართულებით, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, პირველ რიგში ტერიტორიული მთლიანობა და მიმდინარე ოკუპაცია. იცით, რომ გაერო ასევე მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებშიც და ჩვენ ყოველთვის გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა როგორც გენერალური მდივნის, ისე გაეროსი და შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მისამართით და ზოგადად, გაეროს გენერალური მდივანი ყოველთვის გამოხატავს მის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან თანმიმდევრულად ახორციელებს იმ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, მისი მხრიდან ყოველთვის არის გამოხატული მხარდაჭერა ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის. დღესაც გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა. ძალიან საინტერესო დისკუსია პრემიერ მინისტრსა და გაეროს გენერალურ მდივანს შორის.
ვფიქრობ, რომ ამ კომუნიკაციას, შეხვედრას ძალიან ძლიერი იმპულსები ექნება იმისთვის, რომ ჩვენ კიდე უფრო გავაძლიეროთ გაეროს და გაეროს სხვადასხვა ორგანიზაციებთან ჩვენი მომავალი თანამშრომლობა”,-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა გენერალური მდივნის ინიციატივით მიმდინარე “მომავლის სამიტში” სადაც ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ძალისხმევა ხელი შეუწყოს ეროვნულ და გლობალურ დონეზე მშვიდობიანი მომავლის მშენებლობას. “საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრება გაეროს უმაღლესი დონის დებატებს, გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რაც ყოველთვის არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა იმისთვის, რომ გავაჟღეროთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს ჰქონდა გამოსვლა მომავლის სამიტის ფარგლებში.
ამ სამიტის ინიცირება მოხდა გენერალური მდივნის მიერ.ეს სამიტი ემსახურება მთავარ მიზანს, რომ კიდევ უფრო მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინაცია იმისთვის, რომ ვიცხოვროთ უკეთეს და მშვიდობიან სამყაროში. შესაბამისად, მომავლის სამიტი ეძღვნებოდა სწორედ აი ამ, უფრო მჭიდრო კოორდინაციას ქვეყნების, საერთაშორისო თანამეგობრობის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ მინისტრს ჰქონდა ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. მას ჰქონდა ძალიან საინტერესო გამოსვლა. საუბრობდა იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის მხრიდან მომდინარეობს”-განაცხადა დარჩიაშვილმა.