წარმატებით გრძელდება ბაქოში გარემოს კლიმატის ცვლილების კონფერენცია, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს,ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით,მონაწილეობდა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში.
„პრემიერ-მინისტრს ერთი მხრივ, ჰქონდა კოლეგებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, მეორე მხრივ, მონაწილეობა მიიღო მრგვალ მაგიდაში. მრგვალი მაგიდა ეძღვნებოდა ლიდერების დისკუსიებს იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ძალიან მჭიდრო კოორდინაცია სხვადასხვა ქვეყნების იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს კოორდინირებული გზით, გარემოს რისკების შემცირება კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე. დისკუსია იყო ძალიან საინტერესო. საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ჰქონდა ინტერვენცია სხვა ლიდერებთან ერთად.კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დისკუსია იყო ძალიან ღირებული, მნიშვნელოვანი, სადაც ლიდერები ეძებენ გზებს, თუ როგორ იმუშაონ სხვადასხვა ქვეყნებმა ახლოს გაეროსთან ერთად იმისთვის, რომ სხვადასხვა რისკებზე, რომელიც ემუქრება ჩვენს პლანეტას, გარემოს, კლიმატის ცვლილების მიმართულებით, იყოს კოორდინირებული მუშაობა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.