ივერთუბნის დასახლებაში დასრულდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები,რომლის ფარგლებშიც მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა სრულადმოწესრიგდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისისმუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის გარდა, ივერთუბანშიყველა ქუჩაზე ჩატარდა საგზაო სამუშაოები და მოეწყო რეკრეაციული სივრცეც.„აღსანიშნავია, რომ ივერთუბანში საერთოდ არ არსებობდა მიწისქვეშაკომუნიკაციები. ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით ამ პრობლემისმოგვარებას და პროექტის განხორციელება 2022 წელს დავიწყეთ. თავდაპირველად,წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა განხორციელდა, რაც დასახლებისრელიეფიდან გამომდინარე, ქსელების გამართული მუშაობისთვის გახდა საჭირო.პარალელურად, იმავე წელს, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელების მოწყობადაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა. ჯამში, დასახლებაში, 32ქუჩაზე მოეწყო წყალარინების ქსელი, რომელზეც 1 000-მდე ოჯახი დაერთდა.ასევე, ახლახან დასრულდა საგზაო სამუშაოები. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულწელს ხერხეულიძეების ქუჩასთან, 6 400 კვ.მ ფართობზე სკვერი მოეწყო“, -განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ივერთუბნის დასახლებაში განხორციელებული სამუშაოებიდედაქალაქის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 20 მილიონი ლარით დაფინანსდა.