fbpx

იერუსალიმში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.

იერუსალიმში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.

იერუსალიმის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ცეცხლის გარდამოსვლაზე დასწრების მსურველები დღეს, დილის 9-დან 10 საათამდე მივიდნენ ახალ კარიბჭესთან, საიდანაც პოლიციამ და საპატრიარქოს წარმომადგენელებმა კორონავირუსზე ვაქცინირებული პირები ქრისტეს საფლავის, იგივე აღდგომის ტაძარში შეუშვეს.

ვისაც არ ჰქონდა გაკეთებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე დარჩნენ.

რაც შეეხება წმინდა ცეცხლს, მას სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სპეციალური რეისებით წაიღებენ.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, ყოველ დიდ შაბათს, ადგილობრივი დროით 13:00-დან 15:00 საათამდე ხდება.

მართლმადიდებელი სამყარო ხვალ, 2 მაისს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია