fbpx

ია მეტრეველი: სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაუბედურებული ოჯახები ხვალ პრეზიდენტის სასახლესთან სწორედ იმ მოთხოვნით ვიკრიბებით, რომ სააკაშვილის შეწყალება არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს

ხვალ 15:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გაიმართება, რომლის მონაწილეები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ და მოითხოვენ, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს, – ამის შესახებ 2004 წელს მოკლული მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ და კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. „დღეს ჩვენ ამდენი წლის შემდეგ შეკრება კიდევ ერთხელ მოგვიწია. მიხეილ სააკაშვილის წეყალებასთან და გათავისუფლებასთან დაკავშირებით ხმები ვრცელდება. ეს ჩვენთვის საშინლად მიღებელი და წარმოუდგენელია. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ამდენი წლის შემდეგ კიდევ ამ თემაზე მექნებოდა სალაპარაკო. აქ ჩემსავით განადგურებული ოჯახების მხოლოდ მცირე ნაწილი ვართ წარმოდგენილი. ძალიან გადავიღალეთ. მთელი საქართველო, საზოგადოება ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჭიდილში, ისევ სააკაშვილზე ლაპარაკითაა გადაღლილი. ეს უკვე გაუსაძლისია. აქამდე მესმოდა ეს ყველაფერი – რომ პრეზიდენტი შეიწყალებს, სააკაშვილის გამოშვება უნდათ. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. დღემდე არ მინდა, დავიჯერო, რომ ჩვენი პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე მის შეწყალებს აპირებს. მინდა , მას მივმართო.

ამ წუთას აქ ხალხის ნებას და სურვილს ვაჟღერებთ. უამრავი ადამიანი მიკავშირდება, მთხოვს , რომ ეს ყველაფერი , ხალხის აზრი გავაჟღეროთ. ჩვენ ამას მათ ნაცვლად ვამბობთ: ხალხს, ჩემსავით სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებულ, გაუბედურებულ ოჯახებს, გვინდა, ხვალ 15:00 საათზე პრეზიდენტის სასახლესთან, ორბელიანის ქუჩაზე, შევიკრიბოთ და სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ. მინდა, ქალბატონ სალომს შევახსენო – მან კატეგორიულად განაცხადა, რომ სააკაშვილს არავითარ შემთხვევაში არ შეიწყალებდა, რომ ირინა ენუქიძის თვალები თვალწინ ედგა. ქალბატონ სალომეს ხვალ სწორედ ეს მინდა, შევახსენოთ. არ ვიცი, ვინმე გავლენას ახდენს მასზე, ვინმე რამეს სთხოვს, თუ არა. საზოგადოება ამას არ მოითმენს, შეიძლება, ცუდ შედეგებამდე მივიდეთ. სააკაშვილის შეწყალება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. შემოგვხედოს ქალბატონმა სალომემ. ჩვენი დიდი შეურაცხყოფაა, რომ სააკაშვილის შეწყალებასა და გამოშვებაზე იყოს საუბარი. შემოგვხედოს ჩვენ და გაგვიხსენოს. პრეზიდენტის სასახლესთან მარჯვენა მხრიდან, შევიკრიბებით.

იქ ბავშვებისთვის საახალწლო სოფელია და ხელი რომ არ შევუშალოთ. ვიკრიბებით სწორედ იმ მოთხოვნით, რომ სააკაშვილის შეწყალება არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს. ეს ხალხის აზრია“, – განაცხადა მეტრეველმა. მისი თქმით, სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს. „მინდა, შევახსენო სრულიად საქართველოს, სააკაშვილი ძალიან საშიში მტერია, მას დიდი ბოროტების გაკეთება შეუძლია, მისთვის მთავარია, აქედან გააღწიოს, მერე ნახავთ, რეებს იზამს და რა გეგმები აქვს. ბოროტების, ქვეყნის მტრობის განსაკუთრებული ნიჭი აქვს. ეს კარგად ვნახეთ. ვიცით, რეებიც აქვს ჩადენილი. ყველა უნდა დაფიქრდეს ამაზე. რაც ეკუთვნის, ბოლომდე უნდა მოიხადოს. მაშინ ყველა პატიმარი გავუშვათ, საზღვარგარეთ გადავიყვანოთ, იმიტომ, რომ არცერთს არ აქვს იმდენი და ისეთი დანაშული ჩადენილი, რაც სააკაშვილს. გაიხსენეთ, რეებსაც ჩადიოდა: ციხეში ადამიანების სასტიკი წამება, ახალგაზრდა თაობის ქუჩებში დახვრეტა.

სააკაშვილი ბოროტებით სავსეა, ფსიქიკურად გაწონასწორებელი და ნორმალური არასდროს იყო. მით უმეტეს, ახლაც მისთვის 4 კედელში ყოფნა მიუღებელია. თუმცა, სანატორიუმის პირობებშია, ციხეშიც არ ყოფილა წესიერად. ლუქს-საავადმყოფოშია. ათას რამეს იგონებენ, რომ, ვითომ, იქ კარგად არ არის, ვითომ მოწამლეს. ეს მისი ტყუილები და სპექტაკლებია. უკვე დავიღალეთ. მინდა, ხელისუფლებას მივმართო: მასთან უამრავი მნახველი შედის, ის მართლაც სასათბურე პირობებში, სანატორიუმშია, ეს ჩვენთვის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია. ის უნდა იყოს ისეთ პირობებში როგორიც ეკუთვნის. მადლობა თქვას, რომ აღარ არსებობს ისეთი ციხეები, როგორიც შექმნა“ – განაცხადა ია მეტრეველმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება