fbpx

იაგო ხვიჩია: გვინდა „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია შევარიგოთ

„გვინდა „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია შევარიგოთ და შერიგებულები შევიდეთ პარლამენტში“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯოდმარემ იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მის თქმით, შესაძლოა „გირჩსა“ და „ქართული ოცნებას“ შორის შეხვედრა დაიგეგმოს.

„როგორც ოპოზიციაში ვიცნობდით კოლეგებს და ველაპარაკებოდით იმის მიუხედავად, მოგვწონდა თუ არა, იგივეა გასაკეთებელი „ქართულ ოცნებაში“. უბრალოდ, ვიცნობდეთ ამ ადამიანებს, გავიგოთ, რა უნდათ ზოგადად, ჩვენ რა გავლენა შეიძლება მოვახდინოთ მაშინ, როცა მათ სურვილები არ მოგვეწონება.

სულ ცოტა, უნდა ვიცნობდეთ ამ ადამიანებს. აქამდე რომ არ ვაკეთებდით ამას, შეცდომა იყო. ალბათ დაიგეგმება შეხვედრა და შედგება კიდეც, უბრალოდ ახლა სხვა პროცესში ვართ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება