fbpx

თქვენ არაფერი გეშველებათ! ბოლოს, საკუთარი უნიჭობით და წარუმატებლობით გამოწვეული ბოღმისგან გასკდებით პირდაპირ ეთერებში…

“ამაზრზენია, მკლავზე წნევის აპარატით და ვენაში კათეტერით, პირდაპირ კლინიკიდან სატელევიზიო ეთერში ჩართული კაკაბაძის ხელოვნური და ძალზედ უნიჭო აბობოქრება, მაგრამ ათასჯერ უფრო ამაზრზენია ტელევიზია და ჟჟჟჟუურრრნალისტი, რომელიც ამ უხამს ეპატაჟს უთმობს დროს.
ვუყურე გუშინდელ გულისამრევ ჩართვას… ცქმუტავდა გროგოლია და მორიგ სკაბრეზულ სანახაობას ელოდა… მიუხედავად იმისა, რომ კაკაბაძეს პირზე დუჟი, შეურაცხმყოფელი ეპითეტები და ყალბი ემოციები არ დაუნანია, გრიგოლიას რაღაც მაინც დააკლდა და ბოლოს ჩაეკითხა – აი წულუკიანი მინდა შეგახსენოთ, რას იტყვით მასზეო…
ამ არარაობასაც მეტი რა უნდოდა… არ აწყენინა მასპინძელს და უშვერი სიტყვებით გალანძღა თეა წულუკიანი! აგინა ხალხს, ანთხია სიბინძურე, წარმოუდგენელი შეურაცხყოფები იკადრა ქალის მიმართ, გრიგოლია კი, სიამოვნებით უსმენდა ამ ყველაფერს, ბოლოს დიდი მადლობაც გადაუხადა… ამ მარაზმის ყურებას გემოს ატანდა მთელი ჭუტა-ვიზია!
თეა წულუკიანი, ნაცებს ჭყლიტავს სადაც დაიჭერს, ამ და სხვა ღირსებების გამო უყვარს ხალხს და შესაბამისად, ეზიზღებათ ნაც-ლიბერალებს…
ასე იქნება ყოველთვის!
თქვენ არაფერი გეშველებათ! ბოლოს, საკუთარი უნიჭობით და წარუმატებლობით გამოწვეული ბოღმისგან გასკდებით პირდაპირ ეთერებში…”

წერს მოძრაობა “საქართველო უპირველეს ყოვლისას” დამფუზნებელი ვატო შაქარიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება