fbpx

თუ შეიძლება ყურადღება განსახილველ საკითხზე გაამახვილეთ- ვიოლა ფონ კრამონი თინა ბოკუჩავას

ბრიუსელში ონლაინ-ფორმატში კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე „ოპოზიციის უფლებები და პასუხისმგებლობა პარლამენტში“. ღონისძიებას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ხელმძღვანელობს. შეხვედრა ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის, არჩევნების საკოორდინაციო ჯგუფისა და საქართველოს პარლამენტის მიერ არის ორგანიზებული. საქართველოდან კონფერენციას პარლამენტის თავმჯდომარემ, უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიმართეს. მათ შორის იყო თინა ბოკუჩავა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მისთვის განკუთვნილი დრო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებსა და ოპოზიციის მოთხოვნებზე საუბრისთვის გამოიყენა, რის შემდეგაც ვიოლა ფონ კრამონმა სთხოვა აქცენტი კონფერენციის უშუალო თემაზე გააკეთოს.

„უკაცრავად, დღევანდელი ჩვენი მსჯელობის საგანია ოპოზიციის საპარლამენტო უფლებები და ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად არ იქნება ადეკვატური თუ თქვენ გეოპოლტიკურ და ზოგადად საქართველოს საკითხებს შეეხებით. თუ შეიძლება, ყურადღება განსახილველ საკითხზე გაამახვილეთ. ამისთვის კიდევ ერთ წუთი გაქვთ“, – მიმართა ევროპარლამენტარმა ბოკუჩავას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება