fbpx

თუ კარვები პარლამენტის მიმდებარედ არ დაეტევა, რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო ნაწილზე გავშლით-გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ლიდერის,გიგი უგულავას ს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კარვები პარლამენტის მიმდებარედ არ დაეტევა, რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზეც გაშლიან.

როგორც გიგი უგულავა ჟურნალისტებთან აცხადებს, კარვებს სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები ცალ-ცალკე შლიან.

“ჩვენ მსჯელობთ მართლზომიერებაზე და არა კანონიერებაზე. ფუნდამენტური განსხვავებაა. ეს პოლიცია, ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი 23 თებერვლის შემდეგ საერთოდ არ უნდა ლაპარაკობდეს კანონიერებაზე. ყველა ზღვარს გადავიდნენ. აქ არის ასეთი შეთანხმება, სამოქალაქო აქტივისტები ცალკე და პარტიები ცალკე. პარტიების პოზიციაა, რომ კარვები აქ იდგეს, თუ არ დაეტევა მაშინ გადავიდეს. თითქოს, რამდენიმე კარავი მოდის, აქ თუ არ დაეტევა, ფეხით სავალიც ხომ უნდა იყოს ადამიანებისთვის, მაშინ გაიშლება იქით “, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე გაშალეს. სამართალდამცველებმა მათ გაფრთხილება მისცეს, რომ კარავი გონივრულ ვადაში აიღონ.

ამ დროისთვის პარლამენტთან ოპოზიციური ლიდერების სიტყვით გამოსვლები დასრულებულია. ადგილზე რამდენიმე კარავია გაშლილი.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია