fbpx

თუ ვინმეს დაფინანსება გაინტერესებთ, ეს მათ უნდა ჰკითხოთ-არჩილ თალაკვაძე

თუ ვინმეს დაფინანსება გაინტერესებთ, ეს მათ უნდა ჰკითხოთ, „ქართულ ოცნებას“ დაფინანსება და ბიუჯეტი კანონის შესაბამისად აქვს დეკლარირებული. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ამ კითხვებს მათ თავად უნდა უპასუხონ და ვფიქრობ, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ ვინ აფინანსებს თითოეულ პარტიას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გიორგი გახარიას პარტიის დამფინანსებელთან დაკავშირებით დასმული კითხვის კომენტარებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ახლა ყველა ოპოზიციურ პარტიას შეუძლია წარადგინოს თავისი პროგრამა და უთხრას მოქალაქეებს, თუ რის გაკეთებას აპირებს.

„დღეს ოპოზიციაში არის დიდი კონკურენცია და არაერთი პოლიტიკური პარტიაა პარლამენტში წარმოდგენილი, შესაბამისად, რთულია, რა თქმა უნდა, რომ ოპოზიციურ პარტიებთან ასეთ კონკურენციაში ახალმა პარტიამ დაიმკვიდროს ადგილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გავატარეთ ისეთი დემოკრატიული რეფორმები, სადაც პოლიტიკურ ველზე ყველა ოპოზიციურ პარტიას შეუძლია წარადგინოს თავისი პროგრამა და უთხრას მოქალაქეებს, თუ რის გაკეთებას აპირებს.

თუ ვინმეს დაფინანსება გაინტერესებთ, ეს მათ უნდა ჰკითხოთ, „ქართულ ოცნებას“ დაფინანსება და ბიუჯეტი კანონის შესაბამისად აქვს დეკლარირებული. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ამ კითხვებს მათ თავად უნდა უპასუხონ და ვფიქრობ, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ ვინ აფინანსებს თითოეულ პარტიას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

„კეზერაშვილმა გახარიას პარტიას უკვე მილიონზე მეტი დაახარჯა“, – ამ სათაურით სტატიას ongo.ge ავრცელებს

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია