fbpx

თურმე სუსს აქვს იმის რესურსი, თებერვლიდან აგვისტომდე ათობით ათასი ფაილი შექმნას – ეს არის გაუგონარი ზღაპარი-თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი-

დღეს გამოდის ვინმე ქემოკლიძე(პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე), განცვიფრებულია, რომ თურმე ახლა, მას მერე, ჩვენ რომ მიგვატოვეს, წავიდნენ, მელია გახადეს თავისუფლების ბრძოლის ხატი, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კასკადი აჩვენეს, თურმე სუსს აქვს იმის რესურსი, რომ თებერვლიდან აგვისტომდე ათობით ათასი ფაილი შექმნას – ეს არის გაუგონარი ზღაპარი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როდესაც რამდენიმე თვე და წელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მსახურობ და როდესაც ამ სამსახურის უფროსის მოადგილე შენი თანაგუნდელია და კურირებს ფარულ ოპერატიულ საქმიანობას, მათ შორის მიყურადებებს, ვგულისხმობ, ბატონ ხოჯევანიშვილს, როდესაც ყველა მათგანის ხელმძღვანელია ბატონი გახარია და იმ დროს მათ შორის ჩემიც იყო. მე რომ ჩუმად ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ ამნეზია მჭირს. მე ვსვამ კითხვებს და აღმაშფოთებელია ასეთი ზედაპირული საქციელი.

მე რომ დებატი არ მინდოდა მათ ეს იციან, მაგრამ თუ დებატი გვინდა, დებატი და კითხვები არის ეს! როდესაც შენ სუს-ში მსახურობდი, როდესაც შენი თანაგუნდელი და წამყვანი ფიგურა, ვგულისხმობ ალექსანდრე ხოჯევანიშვილს, რომელიც “დავგუგლოთ“ – ვანო მერაბიშვილს უდგას გვერდით და ავალებს, ორი „ტრუპი“ მომიყვანეო. ეს „მეტრუპეები“ იყვნენ ხელისუფლებაში. ახლა რაღაც ტაბუა – მესმის ჩემი გუნდის წევრების, შესაძლოა, ეუხერხულებათ ამაზე საუბარი, რომ მაინც ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ. როდესაც გიორგი გახარია იყო შს მინისტრი, მაშინ სად იყო ხოჯევანიშვილი?!

messenger sharing button
whatsapp sharing button

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება