fbpx

თორნიკე რიჟვაძე – უკვე მერვედ მივაღწიეთ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვება

თორნიკე რიჟვაძე – უკვე მერვედ მივაღწიეთ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას და ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გვანდო ამ ქვეყნის მართვის მანდატი
• თორნიკე რიჟვაძე – დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურებშიც მივაღწევთ დამაჯერებელ გამარჯვებას და განვაგრძობთ ჩვენი ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა და მხაარდამჭერებს მადლობა გადაუხადა – ,,მინდა მადლობა გადავუხადო  ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს, აქტიურობისთვის. სწორედ მათი მხარდამჭერით უკვე მერვედ მივაღწიეთ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას და ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გვანდო ამ ქვეყნის მართვის მანდატი  ყველა დონეზე. როგორც მოგეხსენებათ, პირველადი შედეგებით, აჭარის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ოთხ მუნიციპალიტეტში პირველივე ტურებში გაიმარჯვეს ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა და ასევე, საკრებულოში უმრავლესობით ვიქნებით წარმოდგენილი. მეორე ტურები დიდი ალბათობით გაიმართება ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მხარდამჭერების მობილიზებით მეორე ტურებშიც მივაღწევთ დამაჯერებელ გამარჯვებას და განვაგრძობთ ჩვენი ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას.საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სადამკვირვებლო მისიებმა თვითმმართველობის არჩევნები შეაფასეს როგორც თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებული არჩევნები, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ ერთი არჩევნები ჩაატარა წარმატებით და დემოკრატიის მაღალი სტანდარტით“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.    

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება