fbpx

თინა ხიდაშელი-არ არის საჭირო სამედიცინო დიაგნოზების ფრიალი, ორი ადამიანი, სიკვდილისთვის გაიმეტა მიხეილ სააკაშვილმა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ორი ადამიანი გაიმეტა სიკვდილისთვის, ვალერი გელაშვილი და კობა დავითაშვილი.

მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რა დაიწერება კობა დავითაშვილის გარდაცვალების სამედიცინო მიზეზად.

„ჩემთვის, პირადად, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რა დაიწერება კობა დავითაშვილის გარდაცვალების სამედიცინო მიზეზად, იმიტომ, რომ მე ყოველდღიური ცხოვრებით ვიცნობდი მას, 7 ნოემბრამდეც და 7 ნოემბრის შემდეგაც – ეს იყო ორი სხვადასხვა ადამიანი, პერიოდულად, ის ისევ ძველი, ენერგიული კობა იყო, მაგრამ რაღაც ფუნდამენტურად შეიცვალა მასში, სხვათაშორის, მხოლოდ 7 ნოემბერი არ იყო, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ აჭრის დარბევაც, როცა თავის მძიმე ტრავმა მიიღო კობამ, მე ექიმი არ ვარ და დიაგნოზებს არ ვსვამ, მაგრამ მაშინ ლამის ყოველსაათობრივი კონტაქტი მქონდა მასთან და ეს იყო ორი სხვადასხვა ადამიანი, მისი ჯანმრთელობის მოშლა და გამოცვლა … რაღაცნაირი მომენტები ჰქონდა ხოლმე, არასოდეს დამავიწყდება მომენტებში გათიშული კობა, შემდეგ სხვადასხვა ტიპის პრობლემები დაეწყო და ბოლოს ასეთი მძიმე შედეგით დამთავრდა … არ არის საჭირო ეს ისტერია და სამედიცინო დიაგნოზების ფრიალი, ორი ადამიანი, პირდაპირი მნიშვნელობით, სიკვდილისთვის გაიმეტა მიხეილ სააკაშვილმა – ვალერი გელაშვილი და კობა დავითაშვილი, უბრალოდ, საბედნიეროდ, იმ მომენტში,  ისინი გადარჩნენ, საბედნიეროდ, ბატონი ვალერი კარგად არის და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ კობას, მრავალი წლის შემდგ, იმ პრობლემამ მაინც თავი შეახსენა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა TV პირველის ეთერი.

ინფორმაციისთვის, 2 დეკემბერს, 49 წლის ასაკში, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, კობა დავითაშვილი გარდაიცვალა.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია