fbpx

თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისთვის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება მეორე ეტაპზე გადავიდა. პირველ ეტაპზე მრვალსექტორული კვლევები ჩატარდა

დასაგეგმარებელი არეალი ჩეკურაანთგორის, სიმონიანთხევის, ხევსურთსოფლის, ღულელების, ნაქალაქრის, დაბა სიონის ადმინისტრაციულ ერთეულებსა და მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს.

გაწეული სამუშაოების ანგარიში საპროექტო ჯგუფმა სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სამხარეო ადმინისტრაციაში წარუდგინა.

შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, პირველი მოადგილე – გიორგი ჩიფჩიური, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი – ლევან წიკლაური, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი – იოანე მენაბდე, სააგენტოს, მერიისა და საპროექტო ჯგუფის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ სივრცითი მოწყობა ადამიანისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნას, ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ისახავს მიზნად.

სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თიანეთის მუნიციპალიტეტში დასაგეგმარებელი არეალები მოინახულეს.

აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგების პრეზენტაციისას მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით საპროექტო კომპანია დასაგეგმარებელი არეალის განვითარების ხედვას შეიმუშავებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება