წარმოადგენას, საერთო ჯამში, 400 ზე მეტი ბავშვი დაესწრო, მათ შორის, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების I-IV კლასების მოსწავლეები.
პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან წიკლაურმა, მათ ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, ბედნიერი და წარმატებული მომავალი უსურვა.
თიანეთის კულტურის სახლში საბავშვო-ბაღების აღსაზრდელებმა გასართობი აქტივობები წარმოადგინეს.
გაიმართა კონცერტი, ბავშვთა ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით.
კულტურის სახლის ფოიეში მოეწყო მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიებების ბოლოს ბავშვებმა ასფალტი სხვადასხვა ფერით მოხატეს.
1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 1950 წლიდან აღინიშნება, მათ შორის, საქართველოში. ამ დღეს ბავშვებისთვის სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიება იმართება.