“სიონში სტიქიამ რამდენიმე ხე დააზიანა, რაც ქმნიდა სერიოზულ საფრთხეს მოსახლეობისთვის. მყისიერად მოძიებულ იქნა შესაბამისი ტექნიკა და გატარდა საჭირო ღონისძიებები.
გარდა აღნიშნული ხეებისა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი იყო მრავალწლოვანი ხეები საჯარო სკოლისა და ეკლესიის მიმდებარედ, რომელთა მოჭრა-გადაბელვა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ საქმეში” – განაცხადა ლევან წიკლაურმა.