თერჯოლის მუნიციპალიტეტში ახალ წელს ცხრა სოციალურად დაუცველი ოჯახი ახალ გარემოში შეხვდება. ოჯახებს სახლის გასაღები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს და ახალმოსახლეობასთან ერთად დამდეგი 2023 წელი მიულოცეს. ,, მეოთხე წელია თერჯოლაში მიმდინარეობს სახლდაზიანების პროგრამა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ შევძელით აგვეშენებია 19 სახლი და ჯამში 19-მა ოჯახმა იზეიმა ახალმოსახლეობა. ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა გაიზიაროს სხვა მუნიციპალიტეტებმა. ჩვენ, მომავალ წელს კიდევ 9 სახლის მშენებლობას ვგეგმავთ. აღნიშნული პროგრამა რა თქმა უნდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება“ – ზვიად შალამბერიძე. სოციალური მიმართულებით, ოჯახების გაძლიერების მიზნით, თერჯოლაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მოქმედი ,,სახლდაზიანების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ცხრა ახალი სახლის მშენებლობა დასრულდა. პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან/და შეძენას, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანების მასშტაბის გამო ექვემდებარება დემონტაჟს. მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივ ბიუჯეტში ,,სახლდაზიანების” პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით სულ 19 სახლი არის აშენებული. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მომავალ წელსაც დაფინანსდება. მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხს შესაბამისი კომისია შეისწავლის და გადაწყვეტილებას დეტალური განხილვის შედეგად იღებს