fbpx

თენგიზ ცერცვაძე ჩინურ ვაქცინის შემოტანის საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანის საკითხი ოპოზიციის, მედიის, საზოგადოების ნაწილისა და რიგი ექიმების წინააღმდეგობის გამო არ დადგა.

„ზუსტად იგივე ანგაჟირებულმა ტელევიზიებმა, პოლიტიკოსებმა, ოპოზიციურმა ჯგუფებმა, რიგმა ექიმებმა, გახსოვთ როგორი შეშფოთება გამოთქვეს. ახლა, როცა ჩინური ვაქცინით აცრა დაიწყო ჩვენმა მეზობელმა და ასევე მსოფლიოში სხვა ბევრმა ქვეყანამ, ამას შეცდომად გვითვლიან“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, თუ შეზღუდვების მოხსნას შესაძლოა ინფიცირების შემთხვევების გარკვეული მატება მოჰყვეს.

„შეიძლება შეზღუდვების მოხსნამ გარკვეული მატება გამოიწვიოს, მე მომხრე ვიყავი ეტაპობრივი მოხსნის. თუ დავიცავთ რეგულაციებს, მაშინ შეზღუდვების მოხსნას ადვილად გადავიტანთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება