fbpx

თენგიზ ცერცვაძე შესაძლებელია იყოს ცალკეული ლეტალური შემთხვევები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, შესაძლებელია იყოს ცალკეული ლეტალური შემთხვევებიც, მაგრამ საქართველო შეძლებს ერთი-ორი საფეხურით უფრო კეთილსაიმედო მდგომარეობის შენარჩუნებას, ვიდრე ევროპის ქვეყნებს აქვთ.

“ახლო მომავალში, საქართველოში მოსალოდნელია შემთხვევების მატება და შესაძლოა, მნიშვნელოვანი მატებაც, რამდენადაც ჩვენი ქვეყანა ე.წ. მეოთხეული განვითარების ეტაპზე გადავიდა. ანუ, როდესაც არის შიდა გავრცელება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინფიცირებული პიროვნება ზუსტად ვერ ასახელებს კონტაქტებს, თუ ვისგან გადაედო დაავადება. ამ სიტუაციაში შემთხვევების მატება გარდაუვალია. სამწუხაროდ, ალბათ, ცალკეული ლეტალური შემთხვევებიც იქნება, ვინაიდან ამას პრაქტიკულად, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაურჩა, მაგრამ ვერტიკალი, რომელიც ძალიან ორგანიზებულად მოქმედებს, შეძლებს, საქართველოს ეპიდემიის განვითარების ამ ახალ სტადიაზეც ექნას ერთი-ორი საფეხურით უფრო კეთილსაიმედო მდგომარეობა, ვიდრე ევროპის ქვეყნებს აქვთ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება