fbpx

თემურ მაისურაძე: პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იგრძნონ, რომ პასუხისმგებლობა მათ მიერ ორგანიზებულ გამოსვლებზე, ეკისრებათ პირადად, უნდა მართონ პროცესი კანონის ფარგლებში, ან უნდა გადაიხადონ თითოეული თეთრი ზარალის ასანაზღაურებლად – უპასუხისმგებლოდ ცხოვრების გაგრძელება ვალდებულებების გარეშე, უნდა დასრულდეს!

ეს უკვე მერამდენედ უნდა ვუყუროთ, თუ პოლიტიკური პარტიები როგორ ანგრევენ და ანადგურებენ დედაქალაქს დაბოლილი და მოწამლული ახალგაზრდების ხელით? – წერს აკადემიკოსი თემურ მაისურაძე, სოციალურ ქსელში. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს ქაოსის ორგანიზებისთვის დაეკისროთ პასუხისმგებლობა მათ მიერ მიღებული დაფინანსების სიდიდის პროპორციულად ჯარიმის სახით, რომელიც დაანგარიშდება მათი წლიური დაფინანსებიდან. მისივე თქმით, პარტიებმა უნდა იგრძნონ, რომ პასუხისმგებლობა მათ მიერ ორგანიზებულ ან მოწოდებულ გამოსვლებზე, ეკისრებათ პირადად და უნდა მართონ პროცესი კანონის ფარგლებში. “ეს უკვე მერამდენედ უნდა ვუყუროთ, თუ პოლიტიკური პარტიები როგორ ანგრევენ და ანადგურებენ დედაქალაქს დაბოლილი და მოწამლული ახალგაზრდების ხელით? კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ 28 ნოემბრის პროცესების ჩათვლით და დღეის ამას იქით, ყველა პოლიტიკური სუბიექტს, რომლებმაც დააორგანიზეს აღნიშნული ქაოსი, ან მომავალში აპირებენ მსგავსი ქმედებების გამეორებას, დაეკისროთ განადგურებული ქონების, ცეცხლისგან დაზიანებული სავალი ნაწილის, და ყველა სხვა მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურება. გაუგებრობას რომ არ ჰქონდეს ადგილი, დაეკისროთ პასუხისმგებლობა მათ მიერ მიღებული დაფინანსების სიდიდის პროპორციულად ჯარიმის სახით, რომელიც დაანგარიშდება მათი წლიური დაფინანსებიდან. პოლიტიკურმა პარტიებმა, უნდა იგრძნონ, რომ პასუხისმგებლობა, მათ მიერ ორგანიზებულ ან მოწოდებულ გამოსვლებზე, ეკისრებათ პირადად. უნდა მართონ პროცესი კანონის ფარგლებში, ან უნდა გადაიხადონ თითოეული თეთრი, გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად. კერძოდ, თუ პოლიტიკური პარტია, იღებს არჩევნებში მიღებული ხმების შესაბამის დაფინანსებას, პასუხისმგებლობაც დაეკისროს იგივე პროპორციით. ყველა პოლიტიკურ პარტიას, უნდა ჰქონდეს უფლება, საპროტესტო აქციების დაწყებამდე, გაემიჯნონ აღნიშნულ ღონისძიებებს ან მზად იყვნენ, წინასწარ ცნობილ წილობრივ ზარალის ანაზღაურების ვალდებულებებზე. თუ ისინი, სიტყვიერად გაემიჯნებიან საპროტესტო აქციებს, მაგრამ მოწყობილი ქაოსის შემდეგ, გამოძიებით დადგინდება მათ პირდაპირი ან ირიბი ჩართულობა, ჯარიმის ოდენობა უნდა გაორმაგდეს. დანაშაულის უშუალო ჩამდენებმა კი აგონ პასუხი სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლის გათვალისწინებით. უპასუხისმგებლოდ ცხოვრების გაგრძელება, მხოლოდ უფლებებით ვაჭრობა ვალდებულებების გარეშე, უკვე უნდა დასრულდეს!!!” – წერს თემურ მაისურაძე.

https://www.facebook.com/temur.maisuradze.9/posts/pfbid0dom8ayJg7942YR2m1Hsg1j6urRUJiHE3v8jkytNu21FZVu84DZtdrP4s2yL2virhl

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება