fbpx

თეა წულუკიანი პრეზიდენტის განცხადებაზე: შეიძლება ითქვას, რომ მან ესროლა მთავრობას და სინამდვილეში, ტყვია ქვეყანას მოხვდა

ეს ნახევარსაათიანი ბრიფინგი იყო ეთერი, რომელსაც რამდენჯერმე ვუსმინე. არც კი ვიცი საიდან შეიძლება დაიწყო ამ ბრიფინგის შეფასება, იმდენად ბევრი უსამართლობა, ბევრი ფაქტობრივი შეცდომა იყო. შეიძლება ითქვას, რომ მან ესროლა მთავრობას და სინამდვილეში, ტყვია ქვეყანას მოხვდა, – ასე შეაფასა თეა წულუკიანმა პრეზიდენტის ბოლო განცხადება გადაცემაში „იმედი LIVE“. ვიცე-პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი მთავრობის დაკნინებას ემსახურებოდა.

„არ მოგვეწონა, რომ მან ძალიან ბევრი უსამართლო დარტყმა განახორციელა მთავრობაზე, მაშინ, როდესაც შეგვახსენა ტრადიციები. თუ ტრადიციებზე მიდგა საქმე, მე ასეთი ქართული ტრადიცია ვიცი, რომ წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო. სულ სხვა რამეს მოველოდი წინ მყოფი კაცისგან, რომ მისი შვილის ასაკის მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრისთვის ხიდი ყოფილიყო. პირიქით, მოტრიალდა და გვესროლა. მაგრამ ეს ტყვია ჩვენ არ მოგვხვდა, იმიტომ, რომ არ გვეკუთვნის. ის მოხვდა იმ საქმეს, რომლისთვისაც [პრეზიდენტი] ჩვენს გაერთიანებას ცდილობდა, ანუ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ამით [პრეზიდენტი] პირდაპირ დაჯდა ოპოზიციის დესტრუქციულ ნარატივზე, ჩემდა სამწუხაროდ. მისი ყველა სიტყვა, მისდა უნებურად, მინდა ამის მჯეროდეს, მიმართული იყო იქითკენ, რომ როგორმე მთავრობა, ანუ ამ შემთხვევაში ქვეყანა, არ იყოს წარმატებული ამ გზაზე. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ არის სასიხარულო“, – განაცხადა წულუკიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია