fbpx

თეა წულუკიანი: თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დესტრუქციულ ოპოზიციას და მას, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს

თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ ამაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება დესტრუქციულ ოპოზიციას და მას, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა გუშინ ოპოზიციის დესტრუქცია არ დაგმო. მან თქვა, რომ ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ დესტრუქციულად იქცევა, მაგრამ რა მოხდა, მთავარი პასუხისმგებლობა მაინც ხელისუფლება არისო. რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ არის პასუხისმგებელი ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებზე. როდესაც ეს ოპოზიცია შეხედავს, რომ ბრიუსელში მათმა დესტრუქციამ შედეგი ვერ მოიტანა, და მე მწამს, რომ ვერ მოიტანს შედეგს, მაშინ ეს დესტრუქცია უნდა განახორციელონ ქვეყნის შიგნით. შეეცადონ, რომ 20 ივნისს ან სხვა თვეებში და სხვა დღეებზე რაღაც რევოლუციური განწყობები შექმნან. ჩვენ ვიცით, რომ ეს არავითარ შედეგს არ მოიტანს. თუმცა უნდა ვიყოთ ფრთხილად, უნდა ვიყოთ ყურადღებით და ეს ნამდვილად არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანაში არ მოხდეს დესტაბილიზაცია. 10 წელია ჩვენ ამას ვუმკლავდებით და ახლაც წარმატებით გავუმკლავდებით. თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ ამაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება დესტრუქციულ ოპოზიციას და მას, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. მაინც ვცდილობ პრეზიდენტის განცხადებაში დადებითი ვიპოვო. ბოლოში მან თქვა, რომ წერილებს მისწერს ქვეყნების პირველ პირებს. ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია. მან თქვა, რომ ყველას აუხსნის რატომ იქნება უარყოფითი პასუხი და საქართველოს მიღმა დატოვება მათი საბედისწერო შეცდომა. ბოლომდე ვეთანხმები. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მათზეა, ვინც საბედისწერო შეცდომას დაუშვებს. “, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია