fbpx

„თბილისი მარიოტში“ სასწავლო კურსის „ქალთა და გენდერული პერსპექტივების
ინტეგრაცია თავდაცვის ძალებში“ დასრულების ცერემონია გაიმართა

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სასწავლო კურსის „ქალთა და გენდერული პერსპექტივების
ინტეგრაცია თავდაცვის ძალებში“ დასრულების ცერემონია გაიმართა. სწავლებაში მონაწილე
ქვეყნების წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადაეცათ. სასწავლო კურსი თავდაცვის სფეროში
გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების სწავლებას ისახავდა მიზნად.
ხუთი დღის განმავლობაში მონაწილეებმა ოპერაციებში გენდერული პერსპექტივების
ინტეგრირების მექანიზმები შეისწავლეს და სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება
გაიზიარეს. კურსს საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ჩრდილოეთ მაკედონიისა და
სერბეთის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ქალთა გენდერული პერსპექტივების ინტეგრაცია თავდაცვის ძალებში“ კანადის თავდაცვის
სამინისტროს სამხედრო წვრთნებისა და თანამშრომლობის დირექტორატის (DMTC)
ორგანიზებით ჩატარდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება