fbpx

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება

თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო. ერთი
საათის მდგომარეობით, უკვე რეგისტრირებული იყო 3 500-მდე აღსაზრდელი.
აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე მაღალი მიმართვიანობის გამო, შესაბამისი
პროგრამა ახდენს მომლოდინე აპლიკანტთა პრიორიტეტიზაციას, რის გამოც
შესაძლოა დაგვიანდეს რეგისტრაციის დადასტურება.
მოთხოვნა საზაფხულო ბაღებზე დედაქალაქში არის საკმაოდ მაღალი, თუმცა, 2024
წელს საზაფხულო ბაღების, შესაბამისად, ვაკანსიების რაოდენობაც არის
გაზრდილი 18 000-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეტაპობრივად, დარეგისტრირდება
ყველა აპლიკანტი. ხოლო ადგილების შევსების შემთხვევაში, მშობლებმა უნდა
მიმართონ სასურველი ბაღის ადმინისტრაციას, რომელიც მათ დაეხმარებათ
რეგისტრაციაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება