fbpx

თბილისის მერმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 55 ოჯახს გადასცა

თბილისის მერმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 55 ოჯახს
გადასცა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრებ 55
ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. მათ საცხოვრებელი
ფართები, რომელთა დაკანონებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ,
სიმბოლურ ერთ ლარად გადაეცათ.
კახა კალაძემ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება მიულოცა და
განაცხადა, რომ მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, რაიონის გამგეობას
უნდა მიმართონ.
ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და 1500-ზე მეტმა ოჯახმა უკვე ისარგებლა ამ
პროექტით. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, რომ დაიკანონონ
ის საცხოვრებელი ფართები, სადაც ათეულობით წელია ცხოვრობენ,
დაუკავშირდნენ თავიანთი რაიონის გამგეობას და ყველაფერს გავაკეთებთ
იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაკანონდეს ეს საცხოვრებელი ფართები.
ძალიან მიხარია, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს და ოჯახს ვხედავთ და ეს
სიხარული უნდა გაიზიაროს ყველამ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს. ეს იყო
ჩემი წინაასაარჩევნო დაპირება და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს დაპირებას
ვასრულებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
2018 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები 1500-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.
გარდა ამისა, თბილისის მერიაში კვლავ გრძელდება შემოსული განაცხადების
განხილვა და დაკმაყოფილება.
დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა ქონების მართვის სააგენტოს
ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საბურთალოსა და ვაკის რაიონების
გამგებლები, ასევე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატების საქართველოს
პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება