fbpx

თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით მიუნხენს ეწვევა

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, 7
ნოემბერს სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა და
მიუნხენში, კომპანია MAN-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდება.
კახა კალაძე ასევე, დაათვალიერებს MAN-ის საგამოფენო დარბაზს, სადაც
თბილისისთვის განკუთვნილი 18-მეტრიანი ავტობუსებია განთავსებული.
მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული, ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 160
ერთეული ავტობუსის შემოყვანა თბილისში მომავალი წლის განმავლობაში,
ეტაპობრივად იგეგმება.
დღეის მდგომარეობით, დედაქალაქს ემსახურება კომპანია MAN-ის მიერ
წარმოებული 234 ერთეული 10 და 12-მეტრიანი ავტობუსი. 2024 წლის ბოლომდე
ქალაქს ეყოლება MAN-ის მარკის 400-მდე ავტობუსი, რაც ავტობუსების მთლიანი
პარკის, დაახლოებით, 40% იქნება.
ამ ეტაპზე, თბილისის ავტოპარკი, ჯამში, 860 ავტობუსს შეადგენს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება