fbpx

თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია

თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია
თბილისის მერიამ ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე
მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა
დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, თბილისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის
ვეტერანებს 600 ლარი, ხოლო ამ ომში მარჩენალდაკარგულ პირებს -300 ლარი
გადაურიცხა.
9 მაისთან დაკავშირებით, მატერიალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის
მონაწილე 115-მა ვეტერანმა და ამ ომში მარჩენალდაკარგულმა 52-მა პირმა მიიღო.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4–11 მაისი
უქმეებად არის გამოცხადებული, რის გამოც, მიმდინარე წელს, ვეტერანთა
საპენსიო ბარათზე თანხა დაგეგმილზე ადრე გადაირიცხა.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია