თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ზღვის სანაპირო ზოლისერთ-ერთი მონაკვეთი და მიმდებარედ არსებული ფერდობები დაასუფთავეს.ტერიტორია გაიწმინდა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან.დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმადავით ფაჩულიამ.„მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ზღვის სანაპირო ზოლს და მიმდებარეტერიტორიას რეგულარულად ვასუფთავებთ, მაინც დიდი რაოდენობით გვხვდებასხვადასხვა ტიპის ნარჩენი. მოვუწოდებთ ადგილობრივ მოსახლეობას და აქმოსულ სტუმრებს, შევინარჩუნოთ სისუფთავე, გავუფრთხილდეთ რეკრეაციულსივრცეებს და საყოფაცხოვრებო ნარჩენი მოვათავსოთ მხოლოდ კონტეინერებში.რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენს, გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზისმე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენებისგანთავსების ობიექტი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეღავათიანფასად შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება“ – აღნიშნა დავითფაჩულიამ.ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთჯერადი ანგრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებაც შეუძლიათ. დეტალური ინფორმაციისმიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 და ვებგვერდზე -https://www.tbsg.ge. გლდანის ობიექტზე სამშენებლო ნარჩენის განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად: 1-დან 5 ტონამდე – 9 ლარი; 5-დან 10ტონამდე – 18 ლარი; 10-ტონა და მეტი – 30,6 ლარი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება