fbpx

თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა გრძელდება

თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა გრძელდება

თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის პროცესი
გრძელდება. საკვები პროდუქტები, პირველადი საჭიროების ნივთები, ტანსაცმელი
და მედიკამენტები თბილისის მერიის მიერ ბელიაშვილის N 5-ში მოწყობილ
ლოგისტიკურ ცენტრში გროვდება. აქციაში ბიზნესსექტორი და რიგითი
მოქალაქეები არიან ჩართულები.
ჰუმანიტარული ტვირთის ჩატვირთვის პროცესს, დღეს, თბილისის მერის
მოადგილე ილია ელოშვილი დაესწრო.
„მოგეხსენებათ, თბილისის მერიამ ბელიაშვილის N 5-ში შექმნა ლოგისტიკური
ცენტრი, საიდანაც პერიოდულად იგზავნება ჰუმანიტარული ტვირთები უკრაინაში.
საერთო ჯამში, საქართველოდან, მათ შორის, თბილისიდან გავაგზავნეთ 400
ტონაზე მეტი ტვირთი. დღეს კიდევ იტვირთება სამი სატვირთო მანქანა, რომელიც
გაიგზავნება უკრაინაში. დღეისთვის აქ წარმოდგენილია რამდენიმე კომპანიის მიერ
შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტი. ესენია: კომპანია
„ლილო ჯგუფი“, „ბასა ჯგუფი“, „ჯიბე“, „ჰაიდელბერგ ცემენტი“, „ბადაგი“, „ლილო
შოპ ჯი“. დაახლოებით, ერთ კვირაში ეს ტვირთი ჩატანილი იქნება უკრაინაში“, –
განაცხადა ილია ელოშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია