fbpx

თამთა მეგრელიშვილი: “ქართულ ოცნებას” არ სჭირდება არჩევნების გაყალბება, არც 2012 წელს დასჭირვებია იმიტომ, რომ იყო ქართველი ხალხის თანხმობა და ერთობა, რომ ამ გუნდს უნდა მისცემოდა ხელისუფლებაში მოსვლის ლეგიტიმაცია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციის მხრიდან ცესკოს მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას ეხმიანება.

ექსპერტის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცესკოს ბრალს სდებენ იმაში, რომ მათ ვერ მოახდინეს ხალხის ინფორმირება, რასაც ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებს. მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბება არ სჭირდება და ეს არც 2012 წელს დასჭირვებია, რადგან ქართველი ხალხის ერთობლივი გადაწყვეტილებაა „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნის ლეგიტიმაცია ჰქონდეს.

მეგრელიშვილმა განმარტა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 598 უბანზე ჩატარებული იმიტირებული კენჭისყრის შედეგად, ამომრჩეველი ვერიფიკაციისა და ხმის მიცემის სპეციფიკას გაეცნო და გადამზადდა ყველა სეგმენტი, იმისათვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები უხარვეზოდ ჩატარებულიყო და პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ყველას ჰქონოდა არჩევანის გაკეთების საშუალება.

თამთა მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ 26 ოქტომბერს მოსახლეობა საარჩევნო ურნასთან გააკეთებს და არა ქუჩაში, როგორც ეს ოპოზიციურ სპექტრს სურდა. მისი თქმით, მოსახლეობა ოპოზიციას პოლიტიკურ ვერდიქტს გამოუტანს.

„ცესკოს ბრალს სდებენ იმაში, რომ საზოგადოების ინფორმირება არ მოახდინა. ამბობენ, რომ თითქოს ამომრჩეველი არ არის ინფორმირებული, როგორ უნდა მისცეს ხმა სათანადოდ და თითქოს, ამას მმართველი გუნდი სათავისოდ, გასაყალბებლად გამოიყენებს. “ქართულ ოცნებას” არ სჭირდება არჩევნების გაყალბება, არც 2012 წელს დასჭირვებია იმიტომ, რომ ეს იყო ქართველი ხალხის თანხმობა და ერთობა, რომ ამ გუნდს უნდა მისცემოდა ხელისუფლებაში მოსვლის ლეგიტიმაცია და ეს, 2012 წლიდან დღემდე ასეა.

598 უბანზე ცესკომ ჩაატარა იმიტირებული კენჭისყრა. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბზეა აქ საუბარი და ეს პროცესი იყო აბსოლუტურად უხარვეზო. ამომრჩევლები ადგილზე გაეცნენ ვერიფიკაციის სპეციფიკას, ხმის მიცემის პროცედურებს. აბსოლუტურად ყველა სეგმენტი გადამზადდა იმისთვის, რომ არჩევნები იყოს სრულყოფილი და 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, ამომრჩეველმა გააკეთოს საკუთარი არჩევანი. კონკრეტულ ლოკაციებზე, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სასწავლებლებში, სხვადასხვა უწყებებში გაიმართა სპეციალური, იმიტირებული კენჭისყრა. ეს იყო ძალიან მასშტაბური პროექტი და ზუსტად ამაზე ურტყამენ ცესკოს, რომ თითქოს ის არის საკუთარი საქმის არაპროფესიონალი და თითქოს, ის აპირებს არჩევნების გაყალბებას.
არჩევნების გაყალბება არავის არ სჭირდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, 2012 წლიდან დღემდე ქართველი ხალხის უმრავლესობა აკეთებს საკუთარ არჩევანს, იმ არჩევანს, რომელიც პოლიტიკურად სწორად მიაჩნია.

ოპოზიციას პოლიტიკურ ვერდიქტს გამოუტანს ამომრჩეველი. პოლიტიკურ “კი’-ს ეტყვის იმ გუნდს, რომელიც მათთვის მისაღებია და პოლიტიკურ “არა”-ს ეტყვის იმ გუნდს, რომელიც მიუღებელია. საარჩევნო ურნასთან გაკეთდება არჩევანი და არა ქუჩის პროცესებში, როგორც ეს ოპოზიციურ სპექტრს სურს,“- აღნიშნა თამთა მეგრელიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება